საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის
კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება გადავადდა. 2022 წლიდან
კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი
დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტის თანახმად 2021
წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, CO-ს
შემცველობა გამონაბოლქვში, ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან
ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა ყოფილიყო და მათი
ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამხდარიყო.
მასალის გამოყენების პირობები