ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იანვარში გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იანვარში გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც პირველ ტურში დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 1 440-მდე სკოლის 31 900-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან ტესტირება მოსწავლეთა 74%-მა გაიარა.პირველი ტურის საბოლოო შედეგები უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება. საკუთარი შედეგის ნახვა კი მოსწავლეს პირადი ნომრით შეეძლება ვებგვერდზე: online.naec.ge.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება

| Print |
FaceBook Twitter Google