ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა მძიმეა
ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 106 პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ამჟამად კლინიკაში 106 პაციენტი მკურნალობს, მათგან 17 რეანიმაციაში. კრიტიკულად მძიმეა 2 ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკაში მყოფი, 12 წელს გადაცილებული არცერთი ბავშვი აცრილი არ არის“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 898 079 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 844 875, გარდაიცვალა 12 879 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google