თოვლი და ქარი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
უწყების ინფორმაციით, 16 დეკემბერს ქარი ჩადგება. 17-დან კი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობებში იწვიმებს, ხოლო მთასა და მაღალ მთაში გათოვდება. ზოგან ძლიერად.

| Print |
FaceBook Twitter Google