სპეცოპერაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული. ცნობისთვის, დღეს თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google