მსხვერპლით დასრულებული კიდევ ერთი ავარია კახეთში
ყვარელი- ნაფარეულის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის უფროსი მზვერავი გ. ხ მართავდა სოფელ ნაფარეულში მცხოვრებ კაცს დაეჯახა. კახაბერ გურგენაშვილი მიღებული ტრამვებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google