კახეთში კორონავირუსით კიდევ 160 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1430 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 243, იმერეთი - 481, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 476 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google