პლატფორმა worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების
დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272 მილიონს
გადააჭარბა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.34
მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების
რაოდენობა კი 244 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 22
მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 51 მილიონი
ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.7 მილიონზე
მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი
მოჰყვებიან.
მასალის გამოყენების პირობები