ჯემალ ჭკუასელს მახათას მთაზე დაკრძალავენ
სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს ხვალ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google