„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს- დევი ტაბიძე
„ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

როგორც ტაბიძე განმარტავს, „ომიკრონის“ გავრცელება თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს.

„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ომიკრონი“ საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ "მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. "მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ტაბიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google