საქართველოში 1000 ადამიანი ოთხჯერ არის აცრილი – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძე ისევ მოუწოდებს ადამიანებს აცრისაკენ. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებაზე შეზღუდვები არ არსებობს.
„დაახლოებით 1000-მდე ადამიანი საქართველოში აცრილია ოთხჯერ – ბევრი სტუდენტი აიცრა 4-ჯერ. ვინც ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად ან სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში და ასეთი ქვეყნები უკვე გამონაკლისი აღარ არის, ვინც ითხოვს მხოლოდ „ჯონსონი და ჯონსონს“, „ფაიზერს“, „მოდერნას“, ჩვენ იმათ ვცრით და არაფერი ბარიერი მათი მეოთხედ ასაცრელად არ არის“.- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ვინც ორჯერ არის აცრილი და დაიბუსტება, ის იქნება საკმაოდ მაღალი პროცენტით დაცული. თუმცა, ასევე აუცილებელია ყველა წესის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

| Print |
FaceBook Twitter Google