„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მხარდამჭერები დილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ემზადებიან, თბილისში დაანონსებულ აქციაში მონაწილეობისთვის. დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მიულოცავენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

| Print |
FaceBook Twitter Google