„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს
„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

მელიას თქმით, შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ დაიწყება. შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა რაც უფრო ბევრნი იქნებიან, საბოლოო მიზნის მისაღწევად, მით უკეთესი იქნება.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას, დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპოტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შემიძლია ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მტელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესმა ეპრეზიდენტის ტყვედ აყვანას”, – თქვა მელიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google