ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება.

მისივე თქმით, 9 ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი.
„60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, მომართვიანობამ იმატა. მომატებულია, ზოგადად, ამ წლოვანების ადამიანების მეორადი მიმართვაც. ჯერჯერობით, ეს მონაცემი დაზუსტებული არ არის, თუმცა, ყოველდღიურ აცრებში უკვე ჭარბობს მეორადი მიმართვა, რომელიც სწორედ ძირითადად ამ ასაკზე მოდის. ზოგადად, 9 ნოემბრიდან - დღემდე ამ ასაკის 103 ათასი ადამიანია აცრილი. ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი არის დაახლოებით 2500-ის ფარგლებში, ეს 5-6 ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში იყო, მეტია ასევე, ვიდრე სექტემბერი იყო და ჩამორჩება აგვისტოს, როცა გვქონდა მაღალი აცრების მაჩვენებელი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google