კახეთში კორონავირუსით კიდევ 147 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1246 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 350 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google