კახეთში კორონავირუსით კიდევ 111 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1074 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 149, იმერეთი - 291, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 336 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google