სად მოიხსნა და სად რჩება შეზღუდვები გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური–ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა. განსაზღვრული ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

„საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე და ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე“, – წერია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google