„ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის ვადა 3 თვემდე შემცირდა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ბუსტერით ვაქცინაციის ვადა, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მსგავსად, 3 თვემდე შემცირდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც ორჯერ, ნებისმიერი ვაქცინით ვაქცინირებულ პირს, ბუსტერ დოზის მიღება აცრიდან 3 თვეში შეეძლება.

„ საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google