65 000 დოლარი და მიწის ნაკვეთები - გურჯაანის მერის ქონება
Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს გაგაცნობთ. გურჯაანის მერს ზურაბ უტიაშვილს დეკლარაცია 21 დეკემბერს აქვს შევსებული.
როგორც აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, მის მფლობელობაშია 4 მიწის ნაკვეთი, მეხუთე მიწის ნაკვეთის კი 17%-იანი წილის მფლობელია, რომელიც გურჯაანში, ნონეშვილის #20-ში მდებარეობს. 2020 წელს უტიაშვილმა ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა 17 000 ლარად, 2021 წელს კი ორი მიწის ნაკვეთი, რაშიც ჯამში 7500 ლარი გადაიხადა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ფლობს საცხოვრებელ  სახლს თბილისში, რომელიც 2005 წელს 14 000 დოლარად იყიდა. აგრეთვე, გურჯაანში, ნონეშვილის #20 ში, მემკვიდრეობით მიღებული არასაცხოვრებელი ფართის 17%-იანი წილის მფლობელია. ზურაბ უტიაშვილს 2016 წელს 6000 დოლარად ნაყიდი ჰიუნდაის მარკის ავტომანქანა ჰყავს.

დეკლარაციის შევსების დროს მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 45 000 დოლარი, ბანკში კი მის ანგარიშზე ირიცხება 20 235 აშშ დოლარი. სახელფასო ბარათზე აქვს 5 614 ლარი, საკრედიტო ბარათზე კი - 2103 ლარი.

უტიაშვილი მერობამდე თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ. დეკლარაციის მიხედვით, მისმა ხელფასმა 2020 წლის განმავლობაში 80 429 ლარი შეადგინა. ამავე დოკუმენტის მიხედვითვე, ის რამე სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის. 
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.