კორონავირუსით კიდევ 78 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 976 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 920 617-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254. კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.64%.

| Print |
FaceBook Twitter Google