კახეთში კორონავირუსით კიდევ 119 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 969 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 145, იმერეთი - 246, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google