სათნოების სახლის ბენეფიციარები საახალწლო ნობათებს მიიღებენ
გურჯაანის სათნოების სახლის ბენეფიციარები საახალწლო ნობათებს მიიღებენ. თითოეული ბენეფიციარის სასაჩუქრე პაკეტი 6 დასახელების პროდუქტს მოიცავს.
სათნოების სახლის უფროსის მოადგილის დავით მუნჯიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის გურჯაანისა და კაჭრეთის სასადილოებში 250 ბენეფიციარია.
„სათნოების სახლი ზრუნავს თითოეულ ბენეფიციარზე. გამოცხადებულია ტენდერი საახალწლო პაკეტებისთვის. ერთ ბენეფიციარზე გათვლილია, 50 ლარის ღირებულების პაკეტი.“

მისივე თქმით, ნობათების გაცემა 30 დეკემბრიდან დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google