საგარეჯოში ნახშირის უკანონო გამოწვის ფაქტები დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ექვსივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები ნახშირის გამოწვას, დაურეგისტრირებელ სანახშირე ოქმოებში ახდენდნენ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.

| Print |
FaceBook Twitter Google