ლაგოდეხის მერია 1500 ბენეფიციარს საახალწლოდ ტკბილეულს გადასცემს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 1500 ბენეფიციარს დაეხმარება და საახალწლო ნობათს გადასცემს.
მერია ტკბილეულის საყიდლად 42 954 ლარს დახარჯავს. ნობათი შემდეგი პრიდუქტებისგან შედგება: ნახევარი კილოგრამი შოკოლადი, ამავე ოდენობის შოკოლადი სუფლეთი, ნამხვარი რულეტი, ვაფლის ტორტი, ნატურალური წვენი, დონატი და შოკოლადის ფილა.

როგორც speqtri.ge-ს მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ნატო ბატიაშვილმა განუცხადა, საახალწლო ნობათი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველებს, მარჩენალდაკარგულებს, მარტოხელა მშობლებს, ომის მინაწილეებს, შშმ პირებსა და მერიის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიცოარებს გადაეცემათ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნობათი მერიას 27 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს, რის შემდეგადაც ბენეფიციარებს დაურიგდებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google