2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. „2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

„2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში“ - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.

„საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

„2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ვაჟებში“- მოჭიდავე ლერი აბულაძე.

„2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

„ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.

„საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
„ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

„2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი“ - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google