კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა, მას უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს.

კუჭავამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის კვლავ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ, მე ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავა პარლამენტის თავჯდომარედ მიმდინარე წლის 27 აპრილს აირჩიეს.

| Print |
FaceBook Twitter Google