კორონავირუსით კიდევ 76 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 090 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 922 707-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022.

კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.41%

| Print |
FaceBook Twitter Google