გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პაკეტი 160 000 ლარით გაიზარდა
2022 წელს გურჯაანის მერიის სოციალური პროგრამა თითქმის 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.
სოციალური სამსახურის უფროსის სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება 160 000 ლარით არის გაზრდილი და 18 ქვეპროგრამას მოიცავს.
„ გაიზარდა როგორც სამედიცინო პროგრამების თანადაფინანსება, ასევე მედიკამენეტებით დაფინანსებაც. ხასიათობრივად და შინაარსობრივად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა დახმარების პროგრამები . მიმდინარე წელს უფრო დადებითად შეფასდება ჩვენი პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე. “

| Print |
FaceBook Twitter Google