საქართველოში 2 502 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 დეკემბერს საქართველოში 2 502 ადამიანი აიცრა. 27 დეკემბრის მონაცემებით, სულ საქართველოში ჩატარებულია 2 466 815 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 276 364 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 44.4%. სრულად ვაქცინირებული კი 1 124 908 ადამიანია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.2%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 64 364 ადამიანს.

| Print |
FaceBook Twitter Google