გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და
ყვარლის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული
სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული დაახლოებით 30
კუბური მეტრი (ჯამში) მოცულობის საშეშე მასალის უკანონო
ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში კი, მოქალაქეებმა
უკანონოდ მოპოვებული რცხილის სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10
ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადეს და მათი ტრანსპორტირება
მოახდინეს.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა
შესაბამისი დოკუმენტაცია.
მასალის გამოყენების პირობები