საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 928 030-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 888 022.

კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.02%.

| Print |
FaceBook Twitter Google