200-ლარიან წახალისებას 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ
იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქვე კიდევ ერთი სიახლეა - ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე“, - აღნიშნა ღიბრაძემ.

აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google