საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი იანვარში იქნება - ივანე ჩხაიძე
ჩვენ ველოდებით, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის თვეში იქნება, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ.

„ჯანმოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იანვრისთვის უნდა იყოს მზად „ბუსტერ“ დოზის გაკეთების საშუალებით. ვაქცინირებულთა უმრავლესობა აგვისტოსა და სექტემბერში იყო იმუნიზაციის კაბინეტებში მისული. ჩვენ ხუთი თვიდან, სამ თვემდე შევამცირეთ ვადა მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა სწორედ აგვისტოსა და სექტემბერში ვაქცინირებულ ადამიანებს, ახლა გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომზადებისთვის, როდესაც ქვეყანაში იქნება „ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google