ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მომხდარი ავარიის შედეგად
ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა
შეეჯახა.ძლიერი შეჯახების შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო
ახალგაზრდა ქალმა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის
ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს
მასალის გამოყენების პირობები