კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 514 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 930 544-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733. კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.09%.

| Print |
FaceBook Twitter Google