პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს აირჩევენ
პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ხდება.

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google