კახეთში კორონავირუსით კიდევ 134 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1226 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 232, იმერეთი - 304, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 231 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google