პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა.

„ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს.
ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!’’, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 
| Print |
FaceBook Twitter Google