სოფელ ველისციხეში სარწყავ არხში მამაკაცის გვამი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გარდაცვლილი მამაკაცი და მსუბუქი ავტომანქანა იპოვეს.
ადგილობრივების ვარაუდით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google