რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წამლები - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს შეკვეთილი აქვს „ფაიზერისა“ და „მერკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ჩამოვა.

„გაზრდილი ინფიცირებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ გვაქვს გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემები სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობას. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google