„ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google