ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა.

მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად დიდი იქნება, რომ მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების გაზრდა.
„უახლოეს ორ-სამ კვირაში „ომიკრონი“ გახდება დომინანტი და მკვეთრად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, ვინაიდან ბევრად მაღალი იქნება გადადების სიხშირე. მოსალოდნელია გარდაცვალების შემთხვევების გაზრდა იმდენად დიდი იქნება „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google