დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 2985 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 569, იმერეთი
- 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131,
სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც:
4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 083
პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, 1 801 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, თვითიზოლაციაში
იმყოფება 30 835 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები