საკარანტინო პერიოდის ვადები იცვლება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე დღეში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მივყვებით ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებით. დღეს, ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკვე განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა შესაძლოა, მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და ბუნებრივია, შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google