კორონავირუსით საქართველოში კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367. კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%.

| Print |
FaceBook Twitter Google