საქართველოში "ომიკრონის" 1009 შემთხვევაა დადასტურებული
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ 951 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google