ონლაინ სწავლების არჩევისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლების არჩევისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დღედან იქნება შესაძლებელი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აძლევს შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google