საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 984 802-ს.მვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072.

კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.84%.

| Print |
FaceBook Twitter Google