კვირის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევათა 60% „ომიკრონის“ შტამი იქნება- ამირან გამყრელიძე
ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა 45%-დან ზემოთ მიდის. ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება სადღაც 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შტამის პირობებში „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა.
„ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ათასი შემთხვევა, 16% რეინფიცირება. აცრილებში მიდის ბევრად იოლად. „ბუსტერი“ ნამდვილად მუშაობს, ამიტომ „ბუსტერიზაცია“ ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google