შალიკაშვილების მუზეუმის რეაბილიტაციაზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება
გურჯაანში ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართულ-მხედრული ისტორიის მუზეუმის კედელი ჩამოინგრა და იგი სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.

კულტურის სამსახურის უფროსის თათია ფურცელაძის განმარტებით, დაგეგმილია შენობის პირვანდელი სახით აღდგენა.
„შალიკაშვილის სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიულ მუზეუმში ჩამონგრეულია ერთი კედელი, შესაბამისად საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის დაფინანსებით გამოაცხადა ტენდერი , არის გამარჯვებული, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს სამუშაოებს. დასრულების შემდეგ გურჯაანელებს, საშუალება ექნებათ ესტუმრონ და დაათვალიერონ. “

მისივე თქმით, რებილიტაციაზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართულ-მხედრულ ისტორიის მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

| Print |
FaceBook Twitter Google